Back to IHU website | Sitemap
Georgian
  • Decrease font size
  • Reset font size to default
  • Increase font size

Apply now!

scholarr
Educational_Fairs_SEBA
ecomobility
Home
  • ჩვენს შესახებ
  • რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ჩვენზე
  • გვეწვიეთ
  • შეგვხვდით
ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა


ეს სკოლა დაარსდა ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში ბრწყინვალე განათლების უზრუნველსაყოფად. მისი საქმიანობა მოიცავს კვლევებს, პოსტდიპლომური სწავლის პროგრამებს, მოკლე კურსებს ხელმძღვანელებისათვის და კონსულტაციებს.


ამჟამად სკოლა გთავაზობთ სამი სახის პროგრამას:

ჩვენი სტრატეგიული მისია სამ მიზანს მოიცავს:

 

  • კვლევისა და განათლების უზრუნველყოფა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს

  • იმ საზოგადოების ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური და ტექნოლოგიური საკითხების ცოდნის ამაღლება, რომელსაც ვემსახურებით, უმაღლესი აკადემიური სტანდარტის სწავლებისა და კვლევის უზრუნველყოფის საშუალებით

  • სტუდენტთა და ფაკულტეტის საერთაშორისო და მრავალფეროვანი საზოგადოების შექმნა კულტურებსა და ერებს შორის ურთიერთგაგების ასამაღლებლად

ეწვიეთ ჩვენს კამპუსს

უნივერსიტეტი განლაგებულია 16,000მ² ფართის საკუთრებაში, რომელიც სპეციალურად შემუშავებულია თანამედროვე სწავლებისათვის. ჩვენი სკოლა განლაგებულია საერთაშორისო ელინური უნივერსიტეტის კამპუსში. ის მდებარეობს თესალონიკი - მუდანიას გზატკეცილის 14 კმ-ზე.

სტუმრებისთვის საშუალებები მთელი დღის განმავლობაში ღიაა. ყოველთვის შეგიძლიათ დანიშნოთ შეხვედრა ჩვენს პერსონალთან, რათა დაგათვალიერებინოთ ადგილი და მოგაწოდოთ თქვენთვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

სკოლა აღჭურვილია უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიით, ონლაინ მონაცემთა ბაზით და სასწავლო რესურსების ბრწყინვალე ცენტრით, რომელიც უზრუნველყოფს წიგნების, ჟურალებისა და ბიზნეს ანგარიშების ყოვლისმომცველ, თანამედროვე არჩევანს.

დაესწარით საინფორმაციო სესიას

 

დაესწარით საინფორმაციო სესიას და გადადგით პირველი ნაბიჯები სამაგისტრო ხარისხის მისაღებად. სესიები, რომლებიც კამპუსში ტარდება, მოგცემთ სტუდენტებთან, ფაკულტეტის პერსონალთან შეხვედრის და გაკვეთილზე დასწრების საშუალებას.

მაგრამ თუ საერთაშორისო ელინურ უნივერსიტეტში ვერ ჩამოხვალთ, ჩვენ მოვალთ თქვენთან. ჩვენ გთავაზობთ მცირერიცხოვანი ჯგუფის შემადგენლობით საინფორმაციო სესიებს როგორც საბერძნეთის, ასევე საზღვარგარეთის მთავარი დედაქალაქების ზონაში. პრეზენტაციას მოყვება მიღება, რომელიც მოიცავს ძირითადად ადგილობრივ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. მონაწილეობა მიიღეთ სესიაში, რომელიც მიყავს მასწავლებელს ან პროგრამის დირექტორს და დასვით შეკითხვები.

თხოვნის შემთხვევაში წლის განმავლობაში შეიძლება დაიგეგმოს აკადემიურ პერსონალთან ინდივიდუალური შეხვედრები.

 

IHU SEBA Latest news

business-gateway_banner

Thessaloniki 1912-2012

Follow us @

rss ytfb

ფირნიშები